ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება მთავრობის სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია” – რომეო მიქაუტაძე

“ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება მთავრობის სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.

“ამით შესაძლებელი გახდა, რომ “ენგურჰესის” რეაბილიტაცია მომხდარიყო და ამით შექმნილიყო იაფიანი რესურსი, ასევე იმპორტირებული, შედარებით ძვირიანი რესურსი ჩანაცვლდა თბოელექტროსადგურებიდან ნაწარმოები ელექტროენერგიით და სისტემაში სხვა განახლებადი წყაროები შემოვიდა.

მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ გაგრძელდეს ახალი განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური ათვისება”, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

იტვირთბა....