ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ცათამბჯენები აშენდება – დედაქალაქის საკრებულომ პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი დაამტკიცა.

პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5. ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 2 50-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება.

პროექტის განხილვა სხდომაზე დღეს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მშენებლობა თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძს საბოლოოდ მოკლავს და დედაქალაქსაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

იტვირთბა....