რუსულმა სამხედრო ძალებმა, ქალაქ ხერსონის სამხრეთით, სარკინიგზო სადგური დაბომბეს.
როგორც სააგენტო Reuters-ი, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია ერთი პოლიციელი.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევისას, სადგურზე 140-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო. გავრცელებული ცნობებით, სამართალდამცველი სწორედ მოქალაქეების ევაკუაციის დროს დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.