უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 500-მდე რელიგიური შენობა დაზიანდა, მათგან ყოველი მეხუთე მთლიანად განადგურდა.
„ვიცით, რომ 100 ეკლესია მთლიანად განადგურდა, 500 კი ან განადგურდა, ან ნახევრად დანგრეული ან დაზიანდა“, – განაცხადა ვიქტორ ელენსკიმ.
მისი თქმით, რუსებმა 30-ზე მეტი მღვდელი აწამეს ან მოკლეს.