ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით “წმ. ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძის) ფსიქოლოგიური და თეოლოგიური შრომები” კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

მისასალმებელ სიტყვაში გივი მიქანაძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 46 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა მისი უდიდესი დამსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის კუთხით.

კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. გივი მიქანაძემ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა წმ. ეპისკოპოს გაბრიელის სასულიერო და საერო მოღვაწეობაზე, განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ქვეყნის წინაში დამსახურების მქონე ადამიანების ბიოგრაფია და მოღვაწეობა.

გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა რექტორს და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, დეპუტატებმა სოზარ სუბარმა და გივი ჭიჭინაძემ, ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიური აკადემიის რექტორმა – მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ, ფსიქოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, აკადემიკოსმა რამაზ საყვარელიძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ანდრიაძემ.

იტვირთბა....