უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.
„ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ“, – აღნიშნა ორბანმა.