ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

“გვჭირდება მეტი იარაღი, არავინ აპირებს დანებებას” – ნიდერლანდებმა უკრაინისთვის F16-ების გადაცემის მზადება დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისათვის შეიარაღების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პოზიცია ახლა წარმოდგენილი და გასაგები იყოს ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებში. რაც გვაქვს, ეს კარგი შედეგია, მაგრამ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.

თითოეულმა თქვენგანმა, ვისაც შეუძლია დაეხმაროს უკრაინას უკრაინაში იარაღის, ჭურვების, აღჭურვილობის, საჰაერო თავდაცვის წარმოების გაზრდაში ან პარტნიორებთან შესაბამის თანამშრომლობაში, უნდა უზრუნველყოს ეს. ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, რადგან არავინ აპირებს დანებებას. უკრაინა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უახლოეს მომავალში ნიდერლანდებიდან 18 რეაქტიული სამხედრო გამანადგურებელი უკრაინაში გადაინაცვლებს.

იტვირთბა....