ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მდგომარეობის დამძიმება, რა მორალია, ვერ ვხვდები, საზოგადოებამ გაარჩიოს” – ვაშაძე

რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მდგომარეობის დამძიმება, რა მორალია, ვერ ვხვდები, საზოგადოებამ გაარჩიოს – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითიც პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას გამოეხმაურა.

“ახალი წელი მოდის, შობა მოდის და მე არ მგონია, რომ ვინმეს უნდა უნდოდეს ვინმესთვის ცუდის კეთება მორალური საწყისებიდან გამომდინარე. ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი? საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს დამოკიდებულება, მე მეტი სათქმელი არა მაქვს.
რატომ უნდა უსურვო საერთოდ ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდე მდგომარეობის დამძიმება. რა მორალია ამაში ვერ ვხვდები და საზოგადოებამ გაარჩიოს“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....