ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მიხარია, რომ ჯანზეა, „სუპერ პაკზე“ ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს“ – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციას ენმ-სთან ერთად საერთო კომიტეტის შექმნა შესთავაზა.

„მიხარია, რომ ჯანზეა [მიხეილ სააკაშვილი] , “სუპერ პაკზე” ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს  …

მადლობა “ვივამედს”! – გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს და ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკს უმუშავებს.

მივესალმები – მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს “ლუზერები” გაერთიანდნენ. ქართულ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება ხელმოცარულებსა და “ქართულ ოცნებას” შორის, სიბნელესა და განვითარებას შორის, ქაოსსა და მშვიდობას შორის, ლუზერებსა და გამარჯვების პლატფორმას შორის.

ორ ბანაკად დაყოფა უპირველეს ყოვლისა ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია, სადაც იქნება “ქართული ოცნება”, ხოლო იქეთ – გაერთიანება “სუპერ პაკში”!

გაერთიანდით “სუპერ პაკში”, ბელადის დაკვეთაა!

გაერთიანდით, შემოდით ბიჭებო “სუპერ პაკში”: ჭიჭე! ხაბე! დანარჩენები ჩახდილებს რომ ვეძახი – “ხოშტარა” და “გიჟი ჯაფარა”! მიაწექით “სუპერ პაკს”!”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

იტვირთბა....