„ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა. არ შეიძლება ქართველი ხალხი იყოს დამცირებულ მდგომარეობაში, არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ერთი კაცის საკუთრება. საქართველო უნდა იყოს თქვენი საკუთრება. ამიტომ, ნუ უჯერებთ იმათ, ვინც იძახის – ვაიმე ესენი თუ არ იყვნენ, მაშინ ვინ?! და ესენი თუ არ იყვნენ საშინელება დაიწყება. ახლა მთავარი ტაქტიკა იქნება დაშინება, დაშინება, დაშინება… საშინელება კი არ დაიწყება, დაიწყება სწრაფი სვლა ევროპისკენ. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ გზიდან გადაგვიყვანოს და ევროპაც არ მისცემს საშუალებას არავის, რომ საქართველოში ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება და ეს იქნება სრულად ახალი ეპოქა. ჩვენ ეს საცობი უნდა მოვიშოროთ, რომელიც დაცობილია ევროპულ გზაზე…ჩვენ უნდა გავიდეთ ავტობანზე და ავტობანით შევიდეთ. მე გაძლევთ გარანტიას, 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
იტვირთბა....