„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, „შეუძლებელია, 10-დან ერთი ადამიანი გამოჰკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო, NDI არ არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ კვლევებს აკეთებს, ის აკეთებს საზოგადოებრივი განწყობების კვლევებს“.
„მნიშვნელოვანია ამ კვლევაში მოყვანილი ეს კონკრეტული ციფრები. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, უნდა გვესმოდეს მარტივი რამ, NDI თავადვე ამბობს, რომ 72-მა პროცენტმა უარი განაცხადა პასუხზე, ინტერვიუზე ზოგადად, 10-დან შვიდმა და უფრო მეტმა ადამიანმა უარი თქვა პოლიტიკურ გამოკითხვაზე. ამის პარალელურად ვინც დათანხმდა, ანუ 10-დან სამი, ორმა პასუხზე განაცხადა უარი. უნდა გვესმოდეს, რომ 10-დან ცხრა ადამიანი არ მონაწილეობს პოლიტიკურ გამოკითხვაში, ე.ი. ეშინია ამ ხალხს, შიში აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების. შეუძლებელია, 10-დან ერთი ადამიანი გამოჰკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო. NDI არ არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ კვლევებს აკეთებს, ის აკეთებს საზოგადოებრივი განწყობების კვლევებს, მათ შორის ფანტასტიკურად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.