ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

ამერიკის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.

სასამართლოს განმარტებით, მას არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს კონსტიტუციის იმ დებულების მიხედვით, რომელიც კრძალავს თანამდებობა დაიკავონ პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ „აჯანყებაში“.

ტრამპის კამპანიამ უკვე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას აშშ-ს უზენაეს სასამართლოში.

„კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ამაღამ გამოაცხადა სრულიად არასწორი გადაწყვეტილება და ჩვენ სასწრაფოდ გავასაჩივრებთ შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში და პარალელურად მოვითხოვთ ამ ღრმად არადემოკრატიული გადაწყვეტილების შეჩერებას“, – აღნიშნა ტრამპის კამპანიის სპიკერმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მისი როლის გამო. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება კაპიტოლიუმის შენობაში არეულობის წაქეზება, რათა გაუქმებულიყო შედეგები, რომლითაც ის 2020 წლის არჩევნებში დამარცხდა.

იტვირთბა....