„საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ „რეაქციაში“ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და „ქართული ოცნების“ პოზიციონირების შესახებ ისაუბრა.
„რატომ მოგვცა ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი – პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურების გამო, მეორე, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვა, მესამე, ოცნებასთან პირისპირ არ დაგვტოვა.
ვერ ვივიწყებ, მაინც არაფრის მომცემი სტატუსის დატოვებას და მის ავტორს ეხება და დღეს ეს ხალხი რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები რომ გახდნენ, ამ ხალხს ორი გზა აქვს – ან უნდა შესრულოს ეს რეკომენდაციები და თუ შეასრულებს, მაშინ განწირულები არიან სამართლიან, ობიექტურ არჩევნებში მარცხისთვის და მეორე, თუ ვერ შეასრულებს და არჩევნებს გააყალბებს, მაშინ საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან არჩევნების გაყალბების გამო. ასე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ოცნება იმ თავისი მოქმედებების გამო, რაც ჩაიდინა განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელიწადში მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება.
არის თუ არა ოცნება პრორუსი – ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის, “ოცნება” პრორუსი კი არ არის, ოცნებას თუ დასჭირდება თავისი კორუფციული ფულის შენარჩუნებისთვის ხვალვე გახდება პროჩინელი, ზეგ პროაფრიკელი, მაგრამ არასდროს არ გახდება პროქართველი ,“ – აღნიშნა შარაშიძემ.