უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-რუსეთის ომზე ამერიკის მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, თუ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ, „მას აუცილებლად განსხვავებული პოლიტიკა ექნება“.
„მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკა, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ იქნება განსხვავებული უკრაინის მიმართ, უფრო ცივი, ანუ პრიორიტეტი ექნება საშინაო პოლიტიკაზე, უფრო ეკონომიური, მაშინ ვფიქრობ, ამ სიგნალებს უკრაინის ომის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა ექნება. თუ ერთი მძლავრი ნაწილი ამოვარდება, მექანიზმი იწყებს ნგრევას და, შესაბამისად, თუ მივცემთ შესაძლებლობას ამ დახმარების ლიდერებს, ამოვარდნენ დახმარების პლატფორმიდან, ეს აუცილებლად იმოქმედებს დახმარებაზე და არა პოზიტიურად“, – განაცხადა ზელენსკიმ.