ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი ჩინეთთან, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“ – ხავიერ კოლომინას

„ბევრი რამ არის გაკეთებული, მაგრამ გასაუმჯობესებელია რამდენიმე მიმართულება და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რომ ეს რეფორმებიც განხორციელდეს” – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს გარკვეული პროგრესი გაქვთ ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის მიმართულებით, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის. განსაკუთრებით ეს ეხება უშიშროების სამსახურის კონტროლს, მართლმსაჯულებას, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას. ეს თემები იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომელიც ევროკომისიამ წარუდგინა საქართველოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბევრი რამ არის გაკეთებული, მაგრამ გასაუმჯობესებელია რამდენიმე მიმართულება და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რომ ეს რეფორმებიც განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირიც ყურადღებით დააკვირდება დარჩენილი 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

ჩვენთვის დემოკრატია ფუნდამენტური საკითხია და ეს არის ალიანსის მთავარი ღირებულება, არჩევნები კი დემოკრატიის მთავარი შემადგენელი ნაწილია. მე პრეზიდენტთანაც ვისაუბრე ამის შესახებ და პრემიერმინისტრთანაც და ვუთხარი მათ, რომ არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება უმნიშვნელოვანესია. ასევე მინდა ვთქვა, რომ არჩევნებში ოპოზიციის როლიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების. დემოკრატია მუშაობს მაშინ, როდესაც ამაში ყველა მოქალაქე მონაწილეობს და ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს. 2024 ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება საქართველოსთვის არა მხოლოდ რეფორმების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ის არჩევნებით უნდა დასრულდეს. იმედი მაქვს, ეს არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება“, – აცხადებს კოლომინა.

იტვირთბა....