ხურჩა – ნაბაკევის საზღვარზე რუსების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.
ევროსასამართლომ რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
„იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ჩემი შვილის მკვლელი უნდა გადმოეცეს ქართულ მხარეს და მოხდეს მისი დასჯა.
ეს არის საქართველოს გამარჯვება და ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ დაფიქრდეს, ვისაც ევალება, რუს ჯალათებს, რომ ასე ქართველი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ შერჩებათ მათ“, – აცხადებს გიგა ოთხოზორიას დედა.