გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებზე ისაუბრა.
„რუსეთმა ვერ მიიღო ადეკვატური ზომები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და არის ნიშნები, რომ რუსეთის ჯარებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები“, – თქვა მან.
Reuters-ის ცნობით, უმაღლესი კომისრის ოფისმა აღმოაჩინა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და ომის დანაშაულები, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მიერ.
დარღვევა მოიცავს 142 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯას მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ასევე დაკავებულთა გატაცებას, წამებას არასათანადო მოპყრობას და სექსუალურ ძალადობას.