ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ საქართველო არ შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან დათქმებს, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება იმისთვის, რომ ქვეყანამ მომავალ წელს გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე” – დეკანოიძე

თუ საქართველო არ შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან დათქმებს, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება იმისთვის, რომ ქვეყანამ მომავალ წელს გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველო „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივების მხარდამჭერთა სიაში არ არის.

“საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დათქმა იმ 9 დათქმიდან, რაც საქართველოს აქვს შესასრულებელი. გარდა ტექნიკური პარამეტრებისა, არსებობს ზოგადი აღქმა, რომელიც აქვს ევროკავშირს და არსებობს პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკასთან დამოკიდებულება, რაც პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ საქართველო უნდა იყოს 100%-იან თანხვედრაში საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან დათქმებს, რაც გულისხმობს საგარეო პოლიტიკას, რეფორმებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება იმისთვის, რომ საქართველომ მომავალ წელს გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე”- განაცხადა დეკანოიძემ.

იტვირთბა....