ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბიუჯეტი 2012 წელს იყო დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი“ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას, ბოლო წლებში ქვეყნის ბიუჯეტის ზრდის შესახებ ისაუბრა.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, თუ როგორი ეკონომიკა ჩაიბარა “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს. მაშინ კარგად გახსოვთ, რომ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე და უმუშევრობაც ამდენივე.

არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა. მაშინ არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი იყო აბსოლუტურად დე მოტივირებული, არავითარი პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არ არსებობდა, პირიქით, ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები, ქვეყანაში დამყარებული იყო რეალურად ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომ გამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომ გამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს და შედეგად დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული. შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, დღეს, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3 -ჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი. აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი.

ბოლო 11 წელიწადში, ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელზეც მინდა ვისაუბრო დღეს თქვენთან ერთად, ასევე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ 3 წელიწადში, ბოლო 3 წელიწადში გაიზარდა 30 მილიარდი ლარით, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს უკვე 8100 დოლარს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და 2024 წელს 8500 დოლარს გადააჭარბებს, ბოლო ორი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წელსაც მიუხედავად აი ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება ამ ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში, მაშინ როცა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტით მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. წელს 7 პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის სრული ასე ვთქვათ კონტროლი მოვახერხეთ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის 1 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა ინფლაცია, ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა და შარშან რაც გვქონდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ფასები და ინფლაციის ზრდა, ეს რისკებიც ეს საფრთხეც მთლიანად მოხსნილია, შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგი არის სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....