ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბაგა-ბაღების სააგენტო მშობლებს სპეციალური განცხადებით მიმართავს

თბილისის ბაგა-ბაღების რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი, გარკვეულ ჯგუფებთან ერთად ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და ბაღების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს.  ეს განცხადება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაავრცელა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში, ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს და ნუ შეუქმნიან მშობლებს დისკომფორტს თავიანთი უპასუხისმგებლო საქციელით.

სააგენტოს განმარტებით, თუ კიდევ გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესის ჩაშლის მცდელობა, ნებისმიერი თანამშრომელი აგებს პასუხს საბავშვო ბაღის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად სააღმზრდელო პროცესის ჩაშლისთვის.

„მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად მოეკიდოთ თქვენს სამუშაოს, დაკისრებულ მოვალეობას და ნუ ჩაერთვებით პროცესების პოლიტიზების მცდელობაში.“ -ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....