ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შთამბეჭდავია იმის ხილვა თუ როგორ გაზარდეს ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აუცილებელი რეფორმების გატარების ამბიცია“ – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, შთამბეჭდავია იმის ხილვა თუ როგორ გაზარდეს ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აუცილებელი რეფორმების გატარების ამბიცია და სიჩქარე.

„ის, რისი დანახვაც ბოლო 18-20 თვის მანძილზე იყო შესაძლებელი არის ის, რომ რეგიონში არსებობს სიღრმისეული გაგება, რომ ახლა გადამწყვეტი დროა, უნდა აირჩიო მხარეები, „ნაცრისფერი ზონები“ აღარ არსებობს. ჩემზე შთამბეჭდავად იმოქმედეს იმ ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და რომლის შესახებაც გაფართოების შესახებ ანგარიშშია საუბარი, თუ რამდენად გაიზარდა მათი ამბიცია და სიჩქარე იმ რეფორმების გატარების კუთხით, რომელიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. კარგი იქნებოდა, ეს ომთან არ ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ შთამბეჭდავია იმის ხილვა, რომ ამ ქვეყნებმა ძალიან მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....