ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ?“ – კალაძე ზურაბიშვილზე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით არგამოსვლის შესახებ ისაუბრა.

„რას ნიშნავს, არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....