ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შევთავაზე, მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილებას მიღება შეგვძლებოდა“ – შოლცი ჰყვება, როგორ გაიყვანეს დარბაზიდან ორბანი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ყვება როგორ მიიღეს გადაწყვეტილება 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილების განხილვის დროს და როგორ დაატოვებინეს უნგრეთის პრემიერს ოთახი.

შოლცი ამბობს, რომ ორბანს შესთავაზა მისი არყოფნის დროს ჰქონოდათ გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რასაც ის დათანხმდა.

„საკავშირო მეგობრული ატმოსფეროს სულისკვეთებით, მე შევთავაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომ მისი არყოფნის დროს ამ გადაწყვეტილებას მიღება შეგვძლებოდა. ის დაფიქრდა წინადადებაზე. მე ვთხოვე, ერთი წუთით დაფიქრებულიყო და სპონტანურად არ ემოქმედა, შემდეგ მითხრა, რომ სურდა წინადადების მიღება. შემდეგ კი მივიღეთ გადაწყვეტილება ოთახში მყოფმა 26-მა ქვეყანამ. ეს ხდება უამრავ დემოკრატიულ პროცესში, როდესაც თქვენ ეხმარებით ერთმანეთს იმის თქმით, რომ ნამდვილად არ ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა საქმეების შეფერხება. ეს არის ზუსტად ის, რაც მე ვურჩიე უნგრეთის პრემიერმინისტრს და მან ეს მიიღო, როგორც მისთვის შესაძლებლობა. ეს არ არის ის, რაც ყოველ ჯერზე უნდა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როცა ეს შესაძლებელია და ერთად ვიყოთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

იტვირთბა....