პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა, კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ გუშინდელ ღონისძიებაზე „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებაზე ისაუბრა.
„პრეზიდენტი იდგა ხალხთან, ეგოისტი მთავრობა კი სცენაზე…
ქალბატონი სალომე არის პრეზიდენტი, რომელიც ხალხთან არის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და იგი გუშინ იყო ხალხთან ერთად. ხალხთან ერთად უნდა ყოფილიყო მთავრობაც და “ოცნებაც”. რაც მათ გააკეთეს, ეს ქალბატონ სალომეზე კი არა, თავად “ოცნებაზე” მეტყველებს. ვინ არიან, რა არიან, როგორ აზროვნებენ და რა, ასე ვთქვათ, მოტივები და მიზნები გააჩნიათ და რამდენად ეგოისტები არიან”, – თქვა დაუშვილმა.