თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელისშეშლით იყო დაკავებული.
„მინდა, საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო კანდიდატის სტატუსის მინიჭება. განსაკუთრებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება. ამისთვის ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა. რეფორმები განსახორციელებელია, არ ვიცი, ოპოზიცია ამისთვის არის თუ არა მზად, რამდენად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას. ვნახეთ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელისშეშლით იყო დაკავებული და ცდილობდნენ, ქვეყანას არ მიეღო სტატუსი თუმცა, ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. აღნიშნულ პროცესში თუ ჩაერთვებიან, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არა, არც ეგ იქნება პრობლემა, დარჩებიან იქ, სადაც იმყოფებიან, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.