ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

აღნიშნულ საკითხზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა გააცნო.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ცვლილებები დარგის უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით მზადდება. მისივე თქმით, კანონში ცვლილებები დაკავშირებულია ტერმინების განმარტებასთან და თანამემამულის სტატუსთან.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებისთვის ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან ერთად დიასპორებთან ურთიერთობის სტრატეგიული გეგმაზე მუშაობს.

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე უძღვებოდა.

იტვირთბა....