aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ენმ ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს“ – თინათინ ბოკუჩავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა ააფრიალა ევროკავშირის დროშა და თქვენ ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის, მისი გული აქ არის, ის ქართველ ხალხთან ერთად არის და ის ამ გამარჯვებასთან ერთად არის.

მე მჯერა რომ სწორედ მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს, მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას და ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ენმ-ს მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საზეიმო ღონისძიებაზე.

იტვირთბა....