ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე” – ხაბეიშვილი

„წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე,“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. მან მიხეილ სააკაშვილის წვლილზეც ისაუბრა.

ეს გამარჯვება დიახ, მოიპოვა ქართველმა ხალხმა და არ შეიძლება მნიშვნელოვანი რამ არ ვთქვათ – უმადურობა ძალიან ცუდი საქმეა, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე, ცხადია, მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება და ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები არ გვეყოლება. ვულოცავ ქართველ ხალხს, საზეიმო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე,“ – ამბობს ხაბეიშვილი.

იტვირთბა....