ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, არავინ უნდა ვეცადოთ გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ, რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია – გახარია

“გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდების,” – ამ განცხადებას პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გახარია მილოცვას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს ხალხის გამარჯვებაა.

ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნებათ, ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი, დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად, არავინ უნდა ვეცადოთ გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ, რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია,“ – ამბობს გახარია.

იტვირთბა....