ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ – ბადრი ჯაფარიძე

“ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ და მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპული ინტეგრაციის გზაზე,” – ამ განცხადებას “ლელოს” რეთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აკეთებს.

ჯაფარიძე ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ საქართველოზე პოზიტიური გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატვა.

ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატვა
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის ის შესაძლებლობა ,რომელიც გაეხსნა ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ სწრაფად შევძლოთ შემდგომი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა, რაც უკვე იქნება გამოხატული გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაში.

კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ, რომ ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ევროპული თანამეგობრობის მიერ აღიარებულია, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი, როგორც ქვეყანა, როგორც პარტნიორი და შესაბამისად ახლა ჯერი ჩვენზეა, იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები რეფორმების გზაზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით,” – ამბობს ჯაფარიძე.

იტვირთბა....