ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღესასწაულის დღეა, ისტორიული რამ მოხდა, ახლა იწყება ყველაზე მთავარი – ხაზარაძე

“დღესასწაულის დღეა, ისტორიული რამ მოხდა, ახლა იწყება ყველაზე მთავარი, ახლა იწყება იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია, რომ ევროკავშირის პირობები ნამდვილად იქნეს შესრულებული და არა ისე, როგორც ამას ხელისიფლება აკეთებდა,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.

ხაზარაძე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოს კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და ეს გამოცხადება დაემთხვა ემიგრაციასთან შეხვედრას და უნდა გენახათ ემოციები, რომელიც იყო იმ ოთახში, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა.
მე ახლა ევროპარლამენტის შენობაში ვარ, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის დამსახურება, ეს არის იმ ბრძოლის, თავგანწირვის შედეგი, რომელმაც ეს ნაყოფი გამოიღო და მოგვცა ჩვენ ნამდვილად ახალი პერსპექტივა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები.
თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ ეს ყველაფერი ერთი წლით გადადებულიყო,“ – ამბობს ხაზარაძე.

იტვირთბა....