ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

„ჩვენ დღეს ვიმკით იმ შედეგებს, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ შორის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ეწეოდნენ იმისთვის, რომ ევროპულ საბჭოს ჰქონოდა ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კერძოდ, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში ევროპული საბჭოს სხდომამ მოლოდინი სრულად გაამართლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა.

იტვირთბა....