ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვინდა, გაფართოების პროცესი წინ წავიდეს, საქართველომ უნდა აჩვენოს ამ რეფორმების პოლიტიკური ნება” – გალერი

“საქართველომ უნდა აჩვენოს ამ რეფორმების პოლიტიკური ნება, რომ მათ ეს ნამდვილად უნდათ. პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება,” – ამ განცხადებას ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი “პირველებთან” აკეთებს.

როგორც გალერი ამბობს, დასავლელ პარტნიორებს სურთ, რომ საქართველოს სტატუსი მიანიჭონ, თუმცა, მათთვის უმთავრესია რეფორმების გატარება და ხელისუფლებისგან პოლიტიკური ნების გამოხატვა. ამიტომ ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესების ნაცვლად, ხალხის ნების ასრულებას ურჩევს.

რა როლი აქვს უნგრეთის პრემიერის პოზიციას – ამაზე გალერი ამბობს, რომ პუტინს ორბანი ან ნებისმიერი სხვა პირი სჭირდება იმისთვის, რომ “გაყოფს ევროკავშირს ნებისმიერი მიზნით”.

ჩვენ გვინდა, რომ გაფართოების პროცესი წინ წავიდეს. ეს ნიშნავს მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასა და მოლდოვასთან და სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის.
მე დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს პუტინის მხარეს ყოფნა, ეს ორბანის პერსონალური პოზიციაა.
პუტინს არ სჭირდება ორბანი მისი ომის წარმოებისთვის, პუტინს სჭირდება ვინმე მხარდამჭერი, ვინც წაახალისებს, ვინც გაყოფს ევროკავშირს ნებისმიერი მიზნით.
რაც შეეხება საქართველოს, საქართველომ უნდა აჩვენოს ამ რეფორმების პოლიტიკური ნება, რომ მათ ეს ნამდვილად უნდათ. პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. თუ მთავრობა ისევ იფიქრებს ან იტყვის, რომ დასავლეთს ჩვენ არ ვჭირდებით, ისინი შეცდებიან.
ჩემი მთავარი მესიჯია, რომ დააყენეთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე და არა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესი. მმართველმა პარტიამ უნდა გააკეთოს ის რაც ხალხის სურვილია. ვისურვებდი ოპოზიციაში ძლიერ კოალიციას, რომელიც ალტერნატივა იქნება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს აღარ სურს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება,“ – განაცხადა გალერიმ.

იტვირთბა....