ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმედი მაქვს, EU-ს ლიდერები აღიარებენ უკრაინის ძალისხმევას და გადადგამენ ამ ისტორიულ ნაბიჯს” – ზელენსკი

“იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ლიდერები აღიარებენ უკრაინის ძალისხმევას და გადადგამენ ამ ისტორიულ ნაბიჯს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელინოსთან საუბრის შემდეგ X-ზე წერს.

“#EUCO სამიტის წინ პოზიციების კოორდინაციისთვის იტალიის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონის ვესაუბრე. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში, რომელიც საჭიროა გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მისაღებად. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ლიდერები აღიარებენ უკრაინის ძალისხმევას და გადადგამენ ამ ისტორიულ ნაბიჯს. უკრაინამ შეასრულა თავისი ნაწილი და დაამტკიცა, რომ უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად, მას შეუძლია უზარმაზარი შედეგების მიღწევა. მჯერა, რომ სამიტზე ერთობა გაიმარჯვებს და ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ძალასა და ლიდერობას. ჩვენ ასევე გავცვალეთ მოსაზრებები მშვიდობის ფორმულის დანერგვისა და გლობალური მშვიდობის სამიტისთვის მზადების შესახებ”, – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....