ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიქნები სალომე ზურაბიშვილის გვერდით!” – ეკა ბესელია

ეკა ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში მის გვერდით იქნება.
არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, უბრალოდ ადრეა ჯერ რაიმე პროგნოზი. პრეზიდენტი ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ როლში გაბედული, თამამი გადაწყვეტილების მიმღები და გარანტი იმისა, რომ არჩევნები ჩავატაროთ ნორმალურ და მშვიდ გარემოში. თუ სხვა მოცემულობა იქნება, რომელიც მოითხოვს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, მე ხშირად ვამბობდი, რომ არ გამიკვირდება არცერთი სხვა გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან, მე ვიქნები მის გვერდით. არ მგონია, რომ ეს პარტიის ფორმას გულისხმობდეს, მე უფრო ფართოდ ვუყურებ ამ პროცესს. ის იქნება ქვეყანასთან და მეც ვაპირებ, რომ ვიყო ჩემს ქვეყანასთან ერთად”, – აღნიშნა ბესელიამ.

იტვირთბა....