ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სააკაშვილის მინისტრი მე არ ვყოფილვარ, სააკაშვილის მთავრობაში მე არ ვყოფილვარ, სააკაშვილისთვის გუნდრუკი მე არ მიკმევია როგორც ზოგიერთებს” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე იმედი მაქვს, რომ საქართველო თავის ევროპულ გზაზე მივა იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენ პიროვნულ დაპირისპირებებს მართლა გვერდით გადავდებთ, არა ისე, რომ ამას მხოლოდ ვიტყვით, არამედ მართლა გვერდით გადავდებთ, ისე როგორც მე გადავდე გვერდით მიხეილ სააკაშვილთან პიროვნული დაპირისპირება, როდესაც მისი როგორც ადამიანის და საქართველოს პრეზიდენტის ღირსების და ჯანმრთელობის საკითხი დადგა.

სააკაშვილის მინისტრი მე არ ვყოფილვარ, სააკაშვილის მთავრობაში მე არ ვყოფილვარ, სააკაშვილისთვის გუნდრუკი მე არ მიკმევია როგორც ზოგიერთებს, მაგრამ როდესაც სააკაშვილი გახდა პატიმარი, რომლის უფლებები ირღვევა, მაშინ დავიწყე სააკაშვილის დაცვა. ეს არის მართლაც პატიებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....