ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო საქმეს კარგად აკეთებს, წარმატებას მიაღწია, მუშაობა უნდა გააგრძელოს” – ბორელი

“საქართველო საქმეს კარგად აკეთებს, საქართველომ წარმატებას მიაღწია, მუშაობა უნდა გააგრძელოს,” – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ბორელის თქმით, ევროპარლამენტმა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები პირნათლად უნდა შეასრულოს.

ფუნდამენტური საკითხი. დიდი ხანია გვაქვს აღებული ვალდებულებები ბევრი ადამიანის წინაშე და უნდა დავაჩქაროთ მათი შესრულება. ჩვენ გვაქვს ინტენსიური სამუშაო, თუმცა ეს ჩვენი პრობლემაა. რაც ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ, დადებული პირობის შესრულებაა, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და შევასრულოთ მოლოდინები, რომლებიც შეიქმნა. საქართველო საქმეს კარგად აკეთებს, საქართველომ წარმატებას მიაღწია, მუშაობა უნდა გააგრძელოს,” – აღნიშნა ბორელმა.

იტვირთბა....