ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“”ძალა ერთობაშია“ – არავის არ ეკუთვნის გამარჯვება, თუ არ ეკუთვნის ყველას” – სალომე ზურაბიშვილი

“ძალა ერთობაშია“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იწყება საარჩევნო წელი და იწყება პოლიტიკური დავა, დისკუსიები, მაგრამ ერთობა უნდა იყოს ამ გზაზე, რომელიც იმედი მაქვს 15 დეკემბერს დაიწყება. ამ წელიწადში ჩვენ დაგვჭირდება თქვენი დახმარება. დახმარება იმისთვის, რომ ყველამ ერთად გავიაზროთ რაც არის გასაკეთებელი.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, იმ პოლიტიკურ ძალებს იყვნენ ხელისუფლებაში თუ არა, ოპოზიციაში თუ პოზიციაში. აქ მოსული თუ არ მოსული. ყველამ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს წვლილი შეტანილი ამ შედეგში, რომელიც ამ დღეებში უნდა დადგეს. ყველას დიდი მადლობა. არავის არ ეკუთვნის გამარჯვება, თუ არ ეკუთვნის ყველას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....