უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინას ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრა.
„უნგრეთის პოზიციაა, რომ, თუ ჩვენ გვინდა უკრაინას მივცეთ მხარდაჭერა, გეოპოლიტიკური სიგნალი, მაშინ მივცეთ ის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წევრობა. ამიტომაც ვამბობ, ამოიღეთ წევრობა დღის წესრიგიდან, უნგრეთი ამას დაჟინებით მოითხოვს. ასე რომ, ეს საკითხი არ ღირს სერიოზულ განხილვად, ეს გზა დაკეტილია, რადგან უნგრეთი ამას არ ეთანხმება.
მაგრამ მოდით, გონივრულად ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, უკრაინელებს მივცეთ ისეთი რამ, რითაც მათ სტრატეგიულად გავაძლიერებთ“, – განაცხადა ორბანმა.