„ხვალ და პარასკევს ევროპულ კომისიას ექნება შეხვედრები. ევროპული კომისიის დღის წესრიგში მთავარი საკითხები იქნება რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გაფართოება და სამხედრო დახმარება. უკრაინა არის პრიორიტეტი. ის უკვე მეორე ზამთარს გადის ომში და მას სჭირდება დიპლომატიური, პოლიტიკური, სამხედრო მხარდაჭერა. განვიხილავთ დახმარებას და ეს მნიშვნელპვანია მშვიდობისთვის. ასევე, დღის წესრიგში მთავარ ადგილს იკავებს გაფართოების საკითხი. ევროპულ კომისიას ექნება დებატები გაფართოებაზე, მომავალ წევრებზე და ევროკავშირის მზაობაზე გაფართოების შესახებ. ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ მომდევნო ნაბიჯები. მნიშველოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და რეფორმებზე მსჯელობა, რომელიც მისაღებია“, – განაცხადა პასკალ იგნასიო ნავარო როისამ ესპანეთის საპარლამენტო მდივანმა ევროპარლამენტში დებატებისას.
იტვირთბა....