ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტშია. ის სტრასბურგში დებატებს ესწრება.
„მინდა, ვფოკუსირდე გაფართოების საკითხზე. 2 წლის წინ განვიხილავდით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას, ადამიანებს, რომლებიც გახდნენ ლტოლვილები, ბუჩა გვახსოვს, ყველაფერი, რაც პუტინმა გააკეთა უდანაშაულო უკრაინელების მიმართ. ასევე გვახსოვს სინათლე, რომელიც ამ ბნელ დღეებში იყო: უკრაინელების ბრძოლა და სოლიდარობა მთელი მსოფლიოსი. მადლობა მინდა გავაუხადო უკრაინელ ხალხს და ევროპას, რომელიც გახდა ერთიანი. თქვენ მათ იმედი შეუნარჩუნეთ. ახლა ზამთარი მოდის უკრაინისთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ამბობდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაემხობოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. უკრაინა დგას. ათასობით რუსი ჯარისკაცი მოკლეს. უკრაინა მის გზაზე დგას ევროკავშირის წევრობაზე. უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა. ის მხოლოდ უკრაინისთვის არ იბრძვის, არამედ ევროპისთვისაც. გაფართოების საკითხზე აჩვენა პროგრესი, რეფორმების დიდი ნაწილის შესრულება. უკრაინა ისევ აგრძელებს მუშაობას ანტიკორუფციულ კანონზე და უმცირესობებზე. უკრაინა გვაჩვენებს, რამდენად პატივს სცემენ ისინი ევროპულ ღირებულებებს. უკრაინის დაფინანსების სტაბილურობა უნდა უზუნველვყოთ, მივცეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ, რომ იყვნენ ძლიერები, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.