ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა.
„პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ვერ დაეხმარება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ცდება…
ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა.