ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აშშ ღიად ცდილობს, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს” – არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ირწმუნება, რომ აშშ “ღიად ცდილობს უბიძგოს საქართველოს მთავრობას, ოპოზიციას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს”.

ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები ასევე ცდილობენ სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებას საქართველოსთან, ეს ე.წ. მეორე ფრონტის ჩაშვების პროექტია. შეერთებული შტატები ღიად ცდილობს საქართველოს ხელისუფლება, ასევე ქართველი ოპოზიცია ჩაითრიოს, რათა საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს”, – აცხადებს ინალ არძინბა.

მსგავსი განცხადება დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ “დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმი, არამედ თბილისი”.

იტვირთბა....