ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდესაც ღარიბაშვილი ამბობს საბჭოთა კავშირზე, მესმის, რასაც მისტირის – უნდა საბჭოთა კავშირი ბობოლებით, მექრთამეობით – წიკლაური

ნუგზარ წიკლაური პრემიერ ღარიბაშვილის მიერ წინა ხელისუფლების კრიტიკას განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ასე აფასებს .

ნუგზარ წიკლაურის თქმით, ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა განათლების სისტემის რეფორმისთვის.

თუ რამე პრობლემური იყო იმ დროს 2003-2004 წელს, ახლა ხომ 2023 წელია, ნუთუ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა განათლების სისტემის ისე მოდერნიზება, რომ გვქონდეს უკეთესი შედეგები.
ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი, მაგრამ მეტისმეტად პრიმიტიული, ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, ჰგონიათ, რომ ამ ტრიუკებით შეძლებენ ახლა ქართველი ხალხის ნების შეჩერებას. ჩვენ ვდგავართ ევროპაში შესვლის კარებთან და ეს ქართველი ხალხის მიღწევაა და მეორე მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ენატრება საბჭოთა კავშირი – ეს არის დრამა, რომელიც უნდა გადაიჭრას ამ არჩევნებზე,“ – ამბობს წიკლაური.

იტვირთბა....