ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღევანდელი გადაწყვეტილებები გაფართოების პოლიტიკისთვის ფუნდამენტურია… ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ აისახება ეს ლიდერების სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში” – ვარჰეი

“დღევანდელი გადაწყვეტილებები გაფართოების პოლიტიკისთვის ფუნდამენტურია… ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ აისახება ეს ლიდერების სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში”, – ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საუბრობს.

“ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის ეს გადამწყვეტი წელია და მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით არამხოლოდ საბჭოსთვის წინადადებების წარდგენა, არამედ, მიღებული იქნა გადაწყვეტილებები… დღევანდელი გადაწყვეტილებები გაფართოების პოლიტიკისთვის ფუნდამენტურია… მე ვფიქრობ, რომ საბჭოს დასკვნამ დიდწილად დაადასტურა ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც საბჭოს 10 კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით წარვუდგინეთ. ჩვენ 10 ქვეყანა გვაქვს, რომელთა შესახებაც ანგარიში მოვამზადეთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ანგარიშები და რეკომენდაციები ქვეყნების დამსახურებებთან დაკავშირებით საბჭოს მიერ გათვალისწინებული იყო. ასევე, ვფიქრობ, რომ ეს აჩვენებს, რომ საბჭოსთან ერთად შესრულებული სამუშაო შედეგებს იღებს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ აისახება ეს ლიდერების სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ამ კვირაში ყველანი ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ასევე შეთანხმდებიან, რაც იქნება ძლიერი გზავნილი და დაადასტურებს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას“, – განაცხადა ვარჰეიმ.

იტვირთბა....