ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“”ოცნებამ” მოშეს, KGB-ს და FSB-ის ნარატივებით გააკეთა ყველაფერი, რომ ამოვარდნილიყო ლიდერის პოზიციიდან” – ხაზარაძე

განცხადება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

ხაზარაძე, რომელიც სტრასბურგში იმყოფება და ევროპელ დეპუტატებს ხვდება ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე ორი დღით ადრე, ამბობს, რომ მმართელი პარტიის ინტერესი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება.

როგორც ხაზარაძე “რეაქციაში” ამბობს, საკმაოდ რთული ვითარებაა ევროკავშირში, რადგან ორბანი უკრაინის საკითხს ბლოკავს. რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოს საკითხი უკრაინის მიღმა განიხილონ, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყნების გამოყოფა არ მოხდება.

სიტუაცია არ არის მარტივი. ორბანი, პრაქტიკულად, ბლოკავს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის დახმარების მიმართიულებით, რაც ავტომატურად იწვევს საქართველოს საკითხის არ განხილვას. ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა, ვისაც დღეს შევხვდით, ვერ გვიპასუხა კონკრეტულად, რა შეიძლება მოხდეს. ეს ყველაფერი არის “ქართული ოცნების” პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ერთი წლით გვიან, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი, მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ამ მდგომარეობაში აღმოჩენა, იმიტომ, რომ ასეთ პროცესებს ახლავს მომენტუმის განცდა. “ქართულმა ოცნებამ” თავისი ამ მოშეს, KGB-ს და FSB-ის ნარატივებით გააკეთეს ყველაფერი, რომ ამოვარდნილიყო ლიდერის პოზიციიდან, სამეულიდან, ტრიოდან, რომელშიც ყველაზე უფრო მეტად და სწრაფად საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსის მიღება.
მე გამოვრიცხავ, როგორც აქ გვითხრეს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი შეიძლება გამოყონ ცალკე, იმიტომ, რომ ამბობენ, რომ ეს იქნება უსამართლობა, საქართველოს საკითხი გამოყონ და უკრაინას დახმარება არ გაუწიონ და ცალკე განიხილონ საქართველოს საკითხი, როცა უკრაინა ამ დროს თავის სისხლის ფასად იცავს არა მხოლოდ თავის ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, არამედ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. საკითხი არის ბუნდოვანი,“ – ამბობს ხაზარაძე.

იტვირთბა....