ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველობისთვის კი არა, „გრუზინობისთვის“ იბრძვიან. რა იცის ღარიბაშვილმა, მისმა ბელადმა, ქართველობა რა არის?” – სანიკიძე

განცხადებას გუბაზ სანიკიძე „რეაქციაში“ აკეთებს.

გუბაზ სანიკიძისთვის მიუღებელია პრემიერის განცხადება განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. “ქართველობის წართმევის და დნმ-ის შეცვლის მცდელობა” – ასე აფასებს პრემიერი იმ ცვლილებებს, რომელმაც აბიტურიენტებს საკუთარი ცოდნით უნივერსიტეტებში ჩაბარების საშუალება მისცა.

სეზონური პატრიოტები არიან – 4 წელიწადში 6 თვე არის გარეჯი საქართველო, მერე არ არის, 3-ჯერ თუ 9-ჯერ ომ შეხვდა ალიევს, რამე გაუბედა? „გრუზინები“ არიან ესენი, რა იცის ღარიბაშვილმა ქართველობა რა არის, მისმა ბელადმა ბიძინამ, რა იციან ამ უწიგნურებმა, ბოგანოებმა, რა იციან. ასეთები ღუპავენ სამყაროს – ვინ არის ღარიბაშვილი, ვის დაკარგვია, ტარიელოვიჩმა როგორ შეიძლება ჩემი შვილები და შვილიშვილები გაზარდოს და ასწავლოს ჭკუა, ქართველობა რა არის. ღარიბაშვილს კაი ხანია წართმეული აქვს დნმ ქართული, ასე, რომ დაანებოს თავი.
ვინც „უქარქაშო ხმლებს“ და ტარიელას ოქროს ზოდებს ვერ გაარჩევთ, კი ბატონო, იმის იქით გზა.
თქვენნაირებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძე, ისინიც ქართველობას აწვებოდნენ, თქვენი გაგებით, რუსული სოციალ-დემოკრატიის ნაწილად თვლიდნენ თავს. ძალიან პრიმიტიულები ხართ, ვის რა უნდა ასწავლოთ. ნორმალურ ქვეყანაში საკუთარ ქვეყანაში საკუთარი შვილების აღზრდაც უნდა აგიკრძალოთ, იმიტომ, რომ მომავალს უსპობთ. ვის რა უნდა ასწავლო ირაკლი ღარიბაშვილო, თავიდან ხარ გასაზრდელი, რა იცი შენ საქართველო რა არის, რა იცი, ვინ არის ქართველი,“ – ამბობს გუბაზ სანიკიძე.

იტვირთბა....