ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„აშშ-ს წაქეზებითა და მხარდაჭერით, ენმ-მ ტერიტორიის 22%-ზე კონტროლი დაგვაკარგინა“ – ფრიდონ ინჯია

„საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ომში ჩართვა არ უნდა. თუმცა, არის სხვადასხვა მცდელობა, მოთხოვნები, ქვეტექსტები და კანონები, რომელიც ჩვენ ომში ჩაგვრთავს. ერთი მხრივ, ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა არ გვსურს, მაგრამ, ამავე დროს, ხელისუფლების გარკვეული შტოები ამბობენ, რომ, მაგალითად, NATO-ში უნდა გავწევრიანდეთ. რა გამოდის? NATO-ში გაწევრიანების სურვილმაც კი უკრაინა სრულად დაანგრია. ჩვენ რა მივიღეთ? აშშ-ს წაქეზებითა და მხარდაჭერით, წინა ხელისუფლებამ ჩვენი ტერიტორიის 22%-ზე კონტროლი დაგვაკარგინა და ეს 22% ოკუპირებული გახდა. ახლა, ყველა იმ კანონითა და მოთხოვნებით, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დანარჩენ ტერიტორიასაც ოკუპაცია გავუკეთოთ. თუ რამეს ვაკეთებთ, ის უნდა იყოს პრაგმატულად, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე […] კანდიდატის სტატუსის მიღებით, 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ვერაფერს ვიღებთ, რადგან, ევროკავშირის გაფართოების საკითხი 2030 წლის შემდეგაა დაგეგმილი – მაგრამ, ისინი იღებენ. მათ ბერკეტები ექნებათ, რომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ჩაერიონ“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

იტვირთბა....