„არ მინდა, ერთი რომელიმე ქვეყანა გამოვყო. ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ მოლდოვა და უკრაინა, მეორეს მხრივ საქართველო და ასევე დასავლეთ ბალკანეთი. არსებობს კოპენჰაგენის კრიტერიუმი, რომელიც წარმოადგენს ხერხემალს და ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული. ასე რომ, მე ველოდები საბჭოს გადაწყვეტილებას, ასევე სტრასბურგში უნდა მიიღოს კომისიამ დღეს გადაწყვეტილებები. ამ შედეგებს კარგად მოუსმენენ სხვა დედაქალაქებშიც. ასე რომ, არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ორი ქვეყანა არ არის, ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს. ასევე არსებობს ბალკანეთი. გარდა ამისა, იმ სიტუაციაში, რომელშიც უკრაინა ახლაა, გასულ წელს და განსაკუთრებით გასულ თვეში ისეთი პროგრესი განიცადა, რომ ეს ნამდვილად საოცარია.
გაფართოების მომხრე ყოველთვის ვარ. დღეს არის ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ გაფართოება არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ძვირი დაგვიჯდება. ასეთ ქვეყნებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ დღეს ევროკავშირის წევრები, ჩვენ რომ ადრე ანალოგიურად გვეფიქრა. ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია. ეს ეხება უნგრეთსაც. აქ ვაჭრობა არ უნდა იყოს. არსებობს წესები, რომლებიც დაცული უნდა იქნას. თუ ვეტოს ადებს ვინმე, მე უნდა ვიცოდე, რატომ ხდება ეს“, – განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ქსავიე ბეტელიმ ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს.
იტვირთბა....