ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცმოძრაობის” პრეზიდენტის ღონისძიებაზე არაფერი გვესაქმება“ – ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილის დაგეგმილ ღონისძიებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ სალმე ზურაბიშვილის მიერ 13 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში დადგეგმილ ღონისძიებას გამოეხმაურა.

„ნაცმოძრაობის პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. მითუმეტეს, რომ ის აგრძელებ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ამ დღეებშიც ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ, ეს არ არის ჩვენი საქმე, მისი პოზიციიდან გამომდინარე. და გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილის თქმით, 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ყველა დროის ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.

იტვირთბა....